ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს

ნახვები: 439 თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს

 აგვისტოში, სამომხმარებლო ფასების ზრდამ 0.7% შეადგინა, რაც ყოველთვიურ ჭრილში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ადგილობრივი და მომსახურების კომპონენტი სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალიც კი იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობის გაზრდილი საერთაშორისო ფასები მომდევნო თვეებში ინფლაციაზე გარკვეულ ზეწოლას განაპირობებს, თიბისი კაპიტალში ფიქრობენ, რომ ახლა სწორედ ადგილობრივი კომპონენტის დინამიკაა საყურადღებო, რადგანაც იმპორტული ინფლაცია უკვე ნეგატიურია. აღნიშნული ასევე მნიშვნელოვანია ლარში საპროცენტო განაკვეთების პროგნოზის კუთხით. ამდენად, თიბისი კაპიტალის აზრით, ბოლოდროინდელი საბაზო სცენარი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სადღეისოდ არსებული 10.25%-დან, წლის ბოლოსათვის 9.5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, კვლავ ძალაშია.

 

გასულ კვირას გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი დინამიკა, თუმცა, ამჯერად უფრო მეტად უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდებებიდან ამონაგების ინვესტირების, ვიდრე ახალი სააქციო კაპიტალის ხარჯზე. მთლიანობაში, გაზრდილი საინვესტიციო მოთხოვნა, იმპორტში საინვესტიციო საქონლისა და მშპ-ში ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წილის მიხედვითაც არის თვალსაჩინო, რაც დროითი ჩამორჩენის გათვალისწინებით, კოვიდის შემდგომ დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის ტემპის გათვალისწინებით, საკმაოდ კანონზომიერი ტენდენციაა.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა