კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ“ - აშშ-ს ელჩი

ნახვები: 382 „მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ“ - აშშ-ს ელჩი

„მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ," - განაცხადა დღეს, 30 ოქტომბერს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

„შეწუხებული ვართ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვაკვირდებით ყურადღებით პროცესებს როგორც აქ, ასევე, ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა და მომსახურება. მე არ ვარ ექსპერტი ევროპულ სამართალში, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, თუმცა კვლავ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ. რადგანაც პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე დაინტერესება უკრაინის სახელმწიფოს არის დიდი, რომ მისი მოქალაქე იქნას დაცული. ჩვენ კვლავ გავაკეთებთ მოწოდებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ პროფესიონალი სამედიცინო წარმომადგენლები.

მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, თუმცა ვიცი, რომ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ იმ საავადმყოფოს, რაც არის პენიტენციური საავადმყოფო არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს კონკრეტული ჯანმრთელობის მომსახურება და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი უნდა იყოს, რა სახის სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს ადამიანი იმისათვის, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება. ეს უნდა გადაწყდეს სამედიცინო პროფესიონალების მიერ სამართლიანად და მიუკერძოებლად, რადგან აქ საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - თქვა ელჩმა.

შეგახსენებთ: დღეს, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ცუდად გახდომას აპირებს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა