რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

სევასტოპოლში ძლიერი აფეთქებები და ხანძარია, ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია

ნახვები: 497 სევასტოპოლში ძლიერი აფეთქებები და ხანძარია, ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია

ოკუპირებულ სევასტოპოლში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის და საჰაერო თავდაცვა მოქმედებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კილენ-ბალკას რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია.

ქალაქის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევა დაიწყეს და თავდასხმის შედეგად კილენ-ბალკას რაიონში, არასამოქალაქო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა და ადგილზე სახანძრო და სხვა სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სევასტოპოლში მინიმუმ 7 აფეთქების ხმა გაისმა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა