Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიის წევრთა ქმედებების წინასწარ დაზღვევაში ცუდი არაფერია, თუ გინდა, შარში არ გაეხვიო, ყველა რისკი უნდა გადააზღვიო

ნახვები: 500 იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიის წევრთა ქმედებების წინასწარ დაზღვევაში ცუდი არაფერია, თუ გინდა, შარში არ გაეხვიო, ყველა რისკი უნდა გადააზღვიო

ცუდია არაფერია იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პარტიის წევრების ქმედებებს წინასწარ აზღვევს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „თუ გინდა, შარში არ გაეხვიო, ისე უნდა მოიქცე, რომ ყველა რისკი გადაზღვეული გქონდეს“.

„როგორც იტყვიან, ყველა „ნაცი“ დარბაზში არ შეიშვება და ამიტომ პატიოსანი „ნაცები“ დაზარალდნენ, რომელთა დარბაზში შესვლა შეიძლება. ყველა ერთად რომ შედის, ცუდი რაღაცები ხდება და ეტყობა, ისეთმა „ნაცებმაც“ გადაწყვიტეს თავშეკავება, რომელთაც ასეთი პრობლემები არ აქვთ. თუ გინდა, შარში არ გაეხვიო, მაშინ ისე უნდა მოიქცე, რომ ყველა რისკი გადაზღვეული გქონდეს, როცა რისკების გადაზღვევა გჭირდება. ისინი ერთმანეთს არასდროს ენდობოდნენ, თუმცა ყოველთვის მიშას რწმენა აერთიანებდათ, ამიტომ ამ ფაქტორის უგულებელყოფას ნუ მოახდენთ. როცა სხდომათა დარბაზში ის ხალხი არ შედის, ვისაც ფული არ აუღია და შენ შედიხარ „ნაგლად“, ისეთ მიზეზებს ვერ მოიგონებ, როგორიც იყო თითი მიმეჭირა, მწვანეზე დამეჭირა და ასე შემდეგ. პარტია წევრების ქმედებებს წინასწარ რომ აზღვევს, ამაში ცუდი არაფერია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა