კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ხარჯი გიული ალასანიას გარდერობის ხარჯს შეადგენს

ნახვები: 548 გია ვოლსკი - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ხარჯი გიული ალასანიას გარდერობის ხარჯს შეადგენს

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ გაწეული ხარჯის მოცულობა გიული ალასანიას გარდერობის ხარჯს შეადგენს - დათვლადია. ალასანიას ტანსაცმლის ბრენდები რომ შეკრიბოთ, შეიძლება იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერ ღარიბაშვილის კერძო ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვოლსკის თქმით, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე საუბარი ვერ იქნება და თემების გადაფარვის მიზნით ადგილი აქვს სპეკულაციას.

„თავიდან ბრალდება სახელმწიფო ხარჯებს უკავშირდებოდა. რა სახელმწიფო ხარჯიც „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადმა თუნდაც კბილებით გაკეთებულ მასაჟსა და ბოტოქსში გასწია, ღარიბაშვილის ოჯახის მიერ გაღებულ კერძო თანხებს აჭარბებს. გამოძიება იმაზე უნდა დაიწყოს, რამდენი მოპარეს ჯარს, ბიუჯეტს, რა თანხის ბოტოქსი გაიკეთა მიხეილ სააკაშვილმა. წინა ხელისუფლების დროს ათეული მილიონი დახარჯულია მეგობრების პატივისცემაში, ფრენებში, ვიღაც ქალების ჩამოყვანაში, მასაჟებში, ბოტოქსებში თანხები ბიუჯეტიდან იყო გახარჯული, რაც სტუდენტებსა თუ დაავადებულ ბავშვებს უნდა მოხმარებოდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა