Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ოქრიაშვილი: სუს-მა გადატრიალებაზე გაკეთებული განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხა

ნახვები: 533 ოქრიაშვილი: სუს-მა გადატრიალებაზე გაკეთებული განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხა

„სუს-მა სახელმწიფო გადატრიალებაზე გაკეთებული განცხადებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხა“ - ასე ეხმიანება "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ლილუაშვილის უწყების განცხადებას, რომელმაც ყოველგვარი მტკიცებულებების გამოქვეყნების გარეშე, განცხადება გაავრცელა, რომ "საქართველოში გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში "არეულობას" გეგმავს".

კახა ოქრიაშვილის თქმით, ამ განცხადებით, ფაქტობრივად თქვეს, რომ ამერიკა, ევროპა და უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ.

"დღეს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, არა შესაძლო, არამედ უკვე დაგეგმილ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებაზე. სუს-ს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები და ყველა მათგანი ტყუილი და „ფეიკი“ აღმოჩნდა. 

რაში დასჭირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მორიგი ტყუილის გავრცელება?! მარტივია - ამ განცხადებით, მათ  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხეს. ამით ფაქტობრივად თქვეს, რომ ამერიკა, ევროპა და უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ.  სუს-ის ხელმძღვანელობა,  პარლამენტის წევრები „ოცნებიდან“ და თბილისის მერი კახი კალაძე ერთად გადაეფარნენ ფარცხალაძეს,  ცდილობენ მის „გაპრავებას“ და მისი დასანქცირების საფუძვლიანობისა და მოტივაციის ეჭვქვეშ დაყენებას.  შეგახსენებთ, ბატონმა კალაძემ 170 000 ევროდ შეფასებული ავტობუსები 250 000 ევროდ იყიდა და ამ ფაქტზე გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული. ასე რომ, მათგან მომავალშიც ბევრ იუმორისტულ განცხადებას მოვისმენთ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა