ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სებ-ის გადაწყვეტილება რომელიმე პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, მისი პოლიტიზების მცდელობაა - თურნავა

ნახვები: 507 სებ-ის გადაწყვეტილება რომელიმე პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, მისი პოლიტიზების მცდელობაა - თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას მტკიცებით, ცვლილება არ ეხება რომელიმე პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას.

თურნავას განცხადებით, ვიდრე ძალაში არ შევა საქართველოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, სანქციების აღსრულება იქნება შეჩერებული.

"ეროვნული ბანკი ასრულებდა და მომავალში შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. არ იქცევა სანქციებისთვისა თავის არიდების ადგილად. 

ერთგული ვრჩებით საერთაშორისო ვალდებულებების, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ პირველი პრეცენდენტი შეიქმნა, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ შეიქმნა პირველი პრეცედენტი, რომ სანქციების აღსრულება შეეხო საქართველოს მოქალაქეს და ჩვენი გადაწყვეტილებაც პრეცედენტულია, ვრცელდება და ამიერიდან გავრცელდება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე და დავაწესეთ, ასეთ დროს საქართველოს სანქცირებულ მოქალაქესთან მიმართებაში სანქციების აღსრულების განსხვავებული წესი. კერძოდ, ჩვენ შევიტანეთ დაზუსტება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულ  წესში. ამ წესით გათვალისწინებულ სანქციათა რეჟიმი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე და მათ მიერ შექმნილ იურიდიულ პირებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ დაწესებულ სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ ინტერპრეტაციები გაჩნდა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა