კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას

ნახვები: 533 ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაერო-ს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „გაერო-ს მუშაობა ახლა პარალიზებულია ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი სახელმწიფო, ბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან მას აქვს ვეტოს უფლება, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს“.

„უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე საკუთარი სისხლის ხარჯზე აკეთებენ იმას, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს თავისი კენჭისყრით. ისინი აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაერო-ს წესდების პრინციპებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევისკენ და აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი აუცილებელი ნაბიჯი.

„ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა