რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთონ“ - უკრაინის ომბუდსმენის მოწოდება

ნახვები: 309 „სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთონ“ - უკრაინის ომბუდსმენის მოწოდება

„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდე, რომ მისი (სააკაშვილი) სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთონ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ", - განაცხადა დღეს, 2 ნოემბერს, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

დენისოვამ შეხვედრაზე ასევე ქართველი მესაზღვრეების მიერ უკრაინელი მოქალაქეების ქვეყანაში არშეშვებისა და იძულებით უკან გაბრუნების შესახებაც გამოთქვა შეშფოთება.

"შეშფოთება გამოვთქვი 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში უკრაინის საელჩოში შემოსული საჩივრების, მათ შორის ქართველი მესაზღვრეები მიერ უკრაინელი მოქალაქეების საზღვარზე არ შეშვების, ხანგრძლივი საპასპორტო კონტროლის და უკრაინაში იძულებით დაბრუნების ფაქტებზეც. 26 ოქტომბერს მსგავს ვითარებაში მეც აღმოვჩნდი. უკრაინის მოქალაქისა და რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით საქართველოში ვიზიტის დროს ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში 40-წუთიანი დაგვიანებით შემიშვეს. რატომ არ გაითვალისწინა ქართულმა მხარემ ჩემი დიპლომატიური პასპორტი - საქართველოს სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ახსნა-განმარტება ვერ მივიღე.

აღსანიშნავია, რომ ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი, მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში, ჟურნალისტები დიმიტრი გორდონი და ოეცია ბაცმანიც.

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ, რომელიც 32 დღეა შიმშილობს, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდე, რომ მისი სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთონ და შესაბამისი სამედიცინო დამხარება გაუწიონ", - წერს სოციალურ ქსელში დენისოვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა