კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ვაშაძე გაილახება“ - "ქართული ოცნება" მუშტი-კრივის მოწოდების სიმაღლეზე

ნახვები: 483 „ვაშაძე გაილახება“ - "ქართული ოცნება" მუშტი-კრივის მოწოდების სიმაღლეზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურისადმი მიმართვამ უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

ვაშაძის მისამართით უმრავლესობის რიგებიდან ისმოდა შეძახილი, რომ ის „გაილახება“, არის „ნაბიჭვარი“, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა ვაშაძის სხდომათა დარბაზიდან გაყვანაც მოითხოვეს.

პლენარულ სხდომათა დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საჭირო ტექნიკა გააჩნია, რაც მოწინავე ქვეყნებს აქვს.

ამასთან, გომელაურმა ისაუბრა მაშველების შოვში ჩასვლის დეტალებზე.

მინისტრის განცხადებებს ვაშაძე ადგილიდან პასუხობდა, რომ თუკი შსს–ს ახალი ტექნიკა აქვს, რატომ არ ჩაიყვანეს შოვში. მან ასევე მინისტრს მიმართა, რომ სამაშველო ოპერაცია სტიქიის ადგილას არა სტიქიის დღეს, არამედ მომდევნო დღეს დაიწყო. ვაშაძის ადგილიდან გაკეთებულმა ამ რეპლიკებმა უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ვითარება უფრო სერიოზულ დაპირისპირებამდე არ მისულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა