კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სუსტი და უხერხემლო წარდგინებაა - ბესელია "ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელზე

ნახვები: 585 სუსტი და უხერხემლო წარდგინებაა - ბესელია "ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელზე

"სუსტი და უხერხემლო წარდგინებაა, ისევე როგორც შინაარსია მთელი ამ პროცესის წამგებიანი მმართველი პარტიისთვის, ისეა ეს წარდგინებაც," - ასე აფასებს ეკა ბესელია "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ.

როგორც ბესელია ამბობს, საკონსტიტუციო სარჩელი მტკიცებულებების გარეშეა წარდგენილი. ამასთან, ბესელია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები განსხვავებულ მოსაზრებასაც დააფიქსირებენ.

"სუსტი და უხერხემლო წარდგინებაა, ისევე როგორც შინაარსია მთელი ამ პროცესის წამგებიანი მმართველი პარტიისთვის, ისეა ეს წარდგინებაც, არანაირი მტკიცებულებები და არგუმენტები არ არის, გარდა ამ ფორმალური პინგ-პონგისა, რომ არის თანხმობა, არარის თანხმობა. ასე მარტივად არ დაიყვანება პრეზიდენტის კომპეტენცია. პრეზიდენტი არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული პირი, განსხვავებით მთავრობისა. ამიტომ ამ ინსტიტუციური ბმის და ინსტიტუციური თანამშრომლობის, კონსტიტუციურად ფუნქციების განაწილების საკითხს შეეხება საკონსტიტუციო სასამართლო.

 

ერთი რამ ვიცი, რომ ერთიანი პოზიცია არ იქნება, მოლოდინი მაქვს ამის, რომ ალბათ, განსხვავებული აზრი დაიწერება ამ გადაწყვეტილებაზე. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებს აჩვენოს კონსტიტუციური ნორმის და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთქმედების სწორი სამართლებრივი ანალიზი.
 

მეორე, იმპიჩმენტს პრეზიდენტის ვერ მოახერხებს მმართველი პარტია, ვერ შეძლებს ოპოზიციის ხმების გადაბირებას, გარდა იმათისა, ვისაც აკონტროლებს. მაგრამ ესეც რომ შეძლოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი - პრეზიდენტის რანგში თუ მოქალაქის რანგში, ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპული არჩევანი იყოს დაცული,“ - ამბობს ეკა ბესელია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა