თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტია

ნახვები: 566 ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტია

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი, ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტების შედეგი საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მომტანი იქნება.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს სტატუსი ვერ მიიღოს.

„[პრეზიდენტის] იმპიჩმენტს მე ხმას არ ვაძლევ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას და საქართველოს პრეზიდენტს მხარს დავუჭერ განხილვაში მონაწილეობის დროს. ჩემი პოზიცია იცით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ანტიდასავლური პროპაგანდის კიდევ ერთი გაგრძელება. ასევე, მის ვიზიტების შედეგი, დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყნისთვის იქნება კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმ უმძიმესი მდგომარეობისა, რაც ახლა ჩვენ გვაქვს იმიტომ, რომ ხელისუფლებები მიდიან, მოდიან და საქართველო რჩება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტი არის კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი. ამიტომ, ეს ერთმანეთთან ცოტა შეუთავსებელია, ამას მივყავართ ერთ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა ადამიანი, ბიძინა ივანიშვილთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ხმაურზე, როდესაც ომში დაღუპულის ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან მისვლას ცდილობდნენ, რათა მისთვის დაღუპულთა გადმოსვენებაში დახმარება ეთხოვათ, ამის საშუალება კი, მათ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვამ არ მისცა.

„ეს მე არ მიკვირს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმიტომ, რომ არ დაელაპარაკოს საქართველოს მოქალაქეებს, ურთიერთობა არ ჰქონდეს მათთან, ბიუჯეტის ხარჯით ჩარტერს ქირაობს და მიფრინავს და არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი. თითოეულ მათგანთან მაქვს კითხვა, ბოლოს, როდის იმგზავრეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როდის ესაუბრნენ ხალხს? უამრავი ადამიანია, რომელსაც კონკრეტული პრობლემები აწუხებს და ქვეყნიდან მილიონზე მეტი ადამიანია გახიზნული. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეკითხვები არის და რაღაც ეფემერულ, პარალელური გალაქტიკიდან ეკონომიკაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ეს ადამიანებს უკმაყოფილებას იწვევს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა