თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თინა ბოკუჩავა მელიაზე - ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი საარჩევნო სია, პოლიტიკური პლატფორმა და ხედვაც, თუმცა აუცილებელია ყველამ გაასწოროს ფოკუსი და სამიზნე, რადგან ქვეყანას ჰყავს კონკრეტული მტერი

ნახვები: 437 თინა ბოკუჩავა მელიაზე - ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი საარჩევნო სია, პოლიტიკური პლატფორმა და ხედვაც, თუმცა აუცილებელია ყველამ გაასწოროს ფოკუსი და სამიზნე, რადგან ქვეყანას ჰყავს კონკრეტული მტერი

არ არის აუცილებელი, რომ ფორმალურად ყველა ერთი საარჩევნო სიით ასპარეზობდეს, თუმცა ყველა პროდასავლელმა პოლიტიკოსმა უნდა გაასწოროს ფოკუსი - ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დააზიანებს თუ პირიქით, სასარგებლო იქნება ნიკა მელიას გასვლა პარტიისთვის, თუკი მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ბოკუჩავას თქმით, იმედი აქვს, რომ სამიზნეს ყველა გაასწორებს.

"მე ვერავის პოლიტიკურ პერსპექტივაზე წინმსწრებად ვერ ვისაუბრებ, ამას განსაზღვრავს ქართველი ხალხი, ვის რა ელექტორალური მხარდაჭერა ექნება. შემიძლია ვთქვა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, რომ ვიბრძოლებთ ამ რეჟიმის დასამარცხებლად და იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს პროდასავლური მთავრობა. იცით, რომ ჩვენ მიგვაჩნია სინერგიული მოძრაობა და მაქსიმალური კოორდინაცია მნიშვნელოვან წინაპირობად ამ არჩევნებში, მაგრამ არ არის მაინც და მაინც აუცილებელი, რომ ფორმალურად ყველა ერთი საარჩევნო სიით ასპარეზობდეს. ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი საარჩევნო სია, შეიძლება პოლიტიკური პლატფორმაც და ხედვაც, თუმცა, აუცილებელია ყველა პროდასავლელმა პოლიტიკოსმა გაასწოროს ფოკუსი, გაასწოროს სამიზნე და დიდი იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს კონკრეტული მტერი - ესაა რუსეთი და მისი ხელდასმული ხელისუფლება, რაზეც ღიად მეტყველებს ისიც, რომ ივანიშვილის საკვანძო ფიგურები, როგორიც არის ფარცხალაძე, არიან სანქცირებული აშშ- ის მიერ სწორედ იმის გამო, რომ მავნე ზეგავლენას ახდენენ ქართულ პოლიტიკაზე რუსეთის დავალებით. იმდენად ცხადია ეს სურათი, რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომ ამ ერთი მიზნის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ ყველა,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ის ასევე გამოეხმაურა დეკანოიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ნიკა მელიას "ნაციონალურ მოძრაობაში" ვეღარ ხედავს და "პრობლემებმა, რაც პარტიაშია, ბევრ ადამიანს არ მისცა საშუალება, იქ გაეგრძელებინა საქმიანობა". ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ თუ მათ საერთო ხედვა აქვთ, "შეიძლება ერთმანეთთან რაღაც საერთო გზაც ნახონ".

"თუ საერთო ხედვები აქვთ და ემთხვევა მათი წუხილები ან მომავლის ხედვა და ალბათ, მომავლის ხედვა უფრო მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში ამომრჩევლისთვის, შეიძლება ერთმანეთთან რაღაც საერთო გზაც ნახონ, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა და მათი გადასაწყვეტია," - განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა