კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტმა თავისი შეხვედრით, სანქციების დახურული თემა გააცოცხლა

ნახვები: 482 შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტმა თავისი შეხვედრით, სანქციების დახურული თემა გააცოცხლა

პრეზიდენტის ვიზიტებმა ერთი ყოფითი სიბრძნე დაადასტურა, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოვა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აღარავინ სთხოვდა სანქციების დაწესებას და პრეზიდენტმა ეს თემა გააცოცხლა.

,,პრეზიდენტი, საკუთარი უფლებამოსილების გარეშე, მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებში გაემგზავრა და საზოგადოებას ეუბნება, რომ თითქოს ამ ვიზიტებს მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა, შედეგებს ვხედავთ, რაც არის. ვნახეთ, რომ ლატვიის პრეზიდენტმა გამოაცოცხლა თემა, რომელიც დიდი ხანი დახურული იყო - სანქციების დაწესებაზე არც ერთი ქვეყანა, თუ ორგანიზაცია აღარ საუბრობდა, რომელიც ჩვენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ გვეუბნებოდა რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. პირიქით, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ სანქციის დაწესებას არავინ აღარ ითხოვდა და ჩვენს სისტემას აქებდნენ. პრეზიდენტმა თავისი შეხვედრით, არ ვიცი, საუბარი რაზე ჰქონდათ, რა ჰკითხეს და რა ვერ უპასუხა, მაგრამ სანქციების დახურული თემა გააცოცხლა. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოდის”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა