კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ხალხი არ უნდა აპროტესტებდეს - ასე ესმის ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას

ნახვები: 534 ლევან ხაბეიშვილი - ხალხი არ უნდა აპროტესტებდეს - ასე ესმის ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას

შიშს აქვს დიდი თვალები და ამიტომ იყურებიან ახლა გაფართოებული, შეშინებული თვალებით. სწორად ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება არც ქვეყნის რუსეთიზაციას, არც იმას, რომ ევროპულ კურსს უხვევს რუსული პარტია და არც მონობას არ აპირებს ქართველი ხალხი,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პროტესტი არ უნდა იყოს, მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ საბოლოო ჯამში ხალხის ნებას ვერ გაექცევიან.

„ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია მიიჩნევენ, რომ არ უნდა იყოს პროტესტი, ადამიანები არ უნდა აპროტესტებდნენ გაჭირვებას, არ უნდა აპროტესტებდნენ ოკუპაციას, არ უნდა აპროტესტებდნენ რუსეთად რომ უნდათ ეს ქვეყანა გადააქციონ. ხალხი არ უნდა აპროტესტებდეს - ასე ესმის ბიძინა ივანიშვილსა და რუსულ პარტიას. ემიგრაციაში, რომ გარბიან ჩვენი მოქალაქეები და ფაქტობრივად ოჯახის წევრები რომ არ დაგვრჩა, ამას თუ ვინმე აპროტესტებს და თუ ვინმეს ევროპა უნდა, ამის გამო კონკრეტულ შეზღუდვებს შემოიღებენ, კონკრეტულ კანონპროექტებს განიხილავენ იმისთვის, რომ სადამსჯელო ღონისძიებები გაზარდონ, ვიღაცას დააპატიმრებენ, ვიღაცას ჯარიმას გადაახდევინებენ. თუმცა ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ შიშს აქვს დიდი თვალები და ამიტომ იყურებიან ახლა გაფართოებული, შეშინებული თვალებით. სწორად ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება არც ქვეყნის რუსეთიზაციას, არც იმას, რომ ევროპულ კურსს უხვევს რუსული პარტია და არც მონობას არ აპირებს ქართველი ხალხი. რაც არ უნდა კანონები წერონ და იკითხონ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, ხალხის ნებას ვერ გაექცევიან“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.

პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა