კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არ დავუშვებთ არავითარ არეულობას და უმკაცრესად დაისჯება ყველა- ღარიბაშვილი

ნახვები: 545 არ დავუშვებთ არავითარ არეულობას და უმკაცრესად დაისჯება ყველა- ღარიბაშვილი

მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოქმედებაში მოიყვანს.

„არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ, ხელმეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არაერთი კრიზისი გამოვიარეთ ქვეყანაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იქნებოდა ეს სამოქალაქო არეულობა, ომები თუ უამრავი დესტაბილიზაცია. ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი პერიოდი, რომელიც ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ ქვეყანაში მოიტანა. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის მათი გეგმები. მათი მიზანი არის ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაცია. მათ რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ის წარმატებები, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. არ მოსწონთ, რომ დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ. მათი სურვილი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნა. ეს იყო მათი თავდაპირველი მიზანი და სამწუხაროდ, დღესაც რჩება მათ მიზნად. ამიტომ, განცხადებები, რომელიც სუს-მა გაავრცელა, არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულების სახით. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ ასეთ დესტრუქციულ ძალებს უფლებას, რომ თავი გამოაყენებინონ. კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, თუ როგორ გამოიყენებს სტუდენტები და შემდეგ მიატოვეს. რა თქმა უნდა, ასე მოხდება. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოქმედებაში მოიყვანს. ასევე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სათანადო ახსნა-განმარტებას მოვისმენთ საზოგადოება Usaid-ის ადგილობრივი ოფისისგან. სამწუხაროდ, დაფიქსირდა, რომ მათ მოწვევითა და დაფინანსებით იყო ჩამოსული ეს ადამიანები. ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა ფაქტია, თუმცა ჩვენ დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს. Usaid-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა