Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

„უკიდურესად საყურადღებოა“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გართულებულ ეპიდვითარებაზე

ნახვები: 431 „უკიდურესად საყურადღებოა“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გართულებულ ეპიდვითარებაზე

„ეპიდემიური მდგომარეობა რთულია," - განაცხადა დღეს, 4 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, მდგომარეობის შესამსუბუქებლად ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვანია.

„ეპიდემიური მდგომარეობა რთულია. 5000-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული გასული 24 საათის განმავლობაში. გარდაცვალების რაოდენობამ გადააჭარბა 50-ს, რაც უკიდურესად საყურადღებოა. ჰოსპიტალში მობილიზებულია 8871 საწოლი, აქედან დაკავებულია 6648, მათ შორის, 1640 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 338 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამასთან, ფუნქციონირებს კოვიდსასტუმროები და 45 ათასამდე პაციენტი იმყოფება ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ"

საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებზე. კვლავაც ჩაითვალა, რომ აუცილებელია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება და მარათონის გაფართოება როგორც სოფლად, ასევე დიდ ქალაქებში, რადგან რამდენიმე დიდი ქალაქი ჩამორჩება 10 ან 15%-ით სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს და მნიშვნელოვანია ამ ქალაქებში სრულად მოხდეს ვაქცინაციის პროგრამის მოცვა. მათ შორის არის თბილისი, ბათუმი, შედარებით უკვე ნაკლები აცრილია ქუთაისში. მნიშვნელოვანია ამ ქალაქებში ვაქცინაციის მაჩვენებლის და პროგრამების გააქტიურება" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა