კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ახალგაზრდებმა რამენაირად დაარწმუნონ ბებია-ბაბუები, რომ აცრა იცავს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას - პაატა იმნაძე

ნახვები: 407 ახალგაზრდებმა რამენაირად დაარწმუნონ ბებია-ბაბუები, რომ აცრა იცავს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას - პაატა იმნაძე

სოფლებში ვნახე ძალიან კარგი ბავშვები, რომლებიც ასე ვთქვათ, დამპირდნენ, რომ აცრებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიტანენ თავიანთ მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

„სოფლებში რამდენიმე სკოლაში შევხვდი ბავშვებს, სოფლებში ვნახე ძალიან კარგი ბავშვები, რომლებიც ასე ვთქვათ, დამპირდნენ, რომ აცრებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიტანენ თავიანთ მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან. გასაგებია, რომ ამ ახალგაზრდებს აქვთ მეტი საშუალება, სოციალური მედიის გზით გაეცნონ ინფორმაციები. სხვათა შორის, საკმაოდ კარგად არჩევენ ერთმანეთისგან დეზინფორმაციას და ნამდვილ ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ ახალგაზრდების გამოყენება, რომ ისინი რამენაირად დაარწმუნონ განსაკუთრებით თავიანთი ბებიები-ბაბუები, რომ აცრა იცავს პირველ რიგში, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა