Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ჯილდოდ სუფრა რესტორანში საკონსტიტუციოში მიყვანილ პარტაქტივს - ქეიფის ამსახველი ფოტო

ნახვები: 593 ჯილდოდ სუფრა რესტორანში საკონსტიტუციოში მიყვანილ პარტაქტივს - ქეიფის ამსახველი ფოტო

"ოცნების" პარტაქტივი პრეზიდენტის გასამართლებას საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მეორე დღეა ესწრება. 

"პირველებმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდების ორგანიზებას ბათუმის საკრებულოს დეპუტატი რიჩარდ სირაბიძე უწევს, რომელიც ადგილზე მიდის და აკონტროლებს, ახალგაზრდები სხდომას ესწრებიან თუ არა.

"პირველებმა" სირაბიძეს ჰკითხა, თუ რატომ გახდა სტუდენტების დასწრება სასამართლო პროცესზე აუცილებელი, თუმცა მან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. 

"პირველებმა" მოიპოვა ფოტოები, რაც ადასტურებს, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც გუშინ სხდომაზე იყვნენ, სირაბიძემ საქეიფოდ წაიყვანა.

სირაბიძე ამბობს, რომ ისინი რესტორანში კვარაცხელიას გოლის აღსანიშნავად იყვნენ, თუმცა "პირველებს" წყარო ეუბნება, რომ მათ მიიღეს ჯილდოს სახით სუფრა რესტორანში და როგორც ასევე წყარო ამბობს, დღესაც იგივე ჯილდო ელით ახალგაზრდებს, რომლებიც არ უარყოფენ, რომ არიან "ოცნების" მხარდამჭერები, თუმცა უმეტესობამ, არ იცის, რატომ არიან სასამართლო პროცესზე.

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა