თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ დაუშვილი - „ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში

ნახვები: 463 მიხეილ დაუშვილი - „ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში

„ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას - გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

„მინდა განცხადება გავაკეთო "ოცნების" და "ნაცების" პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ დაწყებული, ერთობლივად დაგეგმილ ტყუილსა და ჭორზე დაფუძნებული პროპაგანდის შესახებ. "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", ეს ორი ერთმანეთზე უარესი წარსულის პარტია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის და "ნაცები" და "ქოცები" ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ შეიქმნან შესაძლებლობა პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას. ჩვენ გვინდა ვუთხრათ მათ ორივეს, გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს!

ცდილობენ ისე დაგვანახონ, თითქოს არაფერ შუაში არიან, არ შედიან სხდომაზე და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ, რეალურად, როგორც ჩანს, იქ სხვა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფარულად. თუკი ვინმე "ოცნების" მხარდამჭერი შეიძლება გახდეს ამ საქმეში, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ცდილობენ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას, ჩვენზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, თითქოს ვაპირებთ "ოცნებას" დავეხმაროთ იმპიჩმენტში, ასეთი შანსიც კი არ არსებობს, რომ ვინმემ ხმა მისცეს ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტს,"- განაცხადა დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა