კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს - პოპულიზმი რომ ოლიმპიური სახეობა იყოს, თქვენ, ბატონო გიორგი, უდავოდ ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით

ნახვები: 486 არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს - პოპულიზმი რომ ოლიმპიური სახეობა იყოს, თქვენ, ბატონო გიორგი, უდავოდ ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით

პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, თქვენ, ბატონო გიორგი, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით უდავოდ, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, წლების წინ პრემიერ-მინისტრს სესხების განულების გამო აკრიტიკებდნენ და ახლა, იგივე თურმე კეთილშობილური საქმეა. თალაკვაძის შეფასებით, ეს წმინდა წყლის პოპულიზმია.

„ბატონი გიორგი ვაშაძე გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტის მთელი ზრდა პენსიონერებს მივცეთო და დანარჩენი მიმართულებები მოვხსნათ დღის წესრიგიდანო. გავუნულოთ სესხებიო, ოღონდ თქვენ ხართ ის ბატონი გიორგი ვაშაძე, ის ბატონი პაატა მანჯგალაძე და ბატონი დანარჩენები, რომლებიც წლების წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებდით, რომ სესხების განულება არის მოქალაქეების მოსყიდვა და არ შეიძლებაო და ახლა როცა თქვენ გჭირდებათ თურმე სესხების განულება არის კეთილშობილი საქმე და ამ არჩევნების წინ არაფერი პრობლემა არ არის. ეს რომ წმინდა წყლის პოპულიზმია ეს განცხადება, მე მგონი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, რადგან ჩვენი პენსიონერები არიან ამ საზოგადოების ნაწილი და ის ხარჯები, რასაც მთავრობა სწევს მათაც ეკუთვნით. ანუ ამ ჯანდაცვით, სოციალური დაცვის სისტემით, რომელსაც ფულს ვუზრდით სარგებლობენ პენსიონერებიც და იმ გაზრდილი ხელფასებითაც პენსიონერების ოჯახის წევრები სარგებლობენ. მოკლედ რომ გითხრათ, პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა თქვენ, ბატონო გიორგი ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით უდავოდ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა