თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არის კარგი იდეა - ეს ბუნდოვანება მხოლოდ აფერხებს მართლმსაჯულებას

ნახვები: 485 შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არის კარგი იდეა - ეს ბუნდოვანება მხოლოდ აფერხებს მართლმსაჯულებას

თუ რამით შეუძლიათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს დაეხმარონ ქართულ პოლიტიკურ კლასს ე.წ. პოლარიზაციის დაძლევაში - საკმარისია, უბრალოდ იმოქმედონ კანონის უზენაესობის სულისკვეთებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორ შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულებისა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი კვლავაც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. მისი თქმით, თუ არ მოხდება მისი საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოცემა, პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა.

„თუ რამით შეუძლიათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს დაეხმარონ ქართულ პოლიტიკურ კლასს ე.წ. პოლარიზაციის დაძლევაში - საკმარისია, უბრალოდ იმოქმედონ კანონის უზენაესობის სულისკვეთებით. ერთ-ერთი ასეთი მარტივი და ლეგიტიმური აქტი იმ კრიმინალის დაკავება იქნება, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ევროპაში და რომელიც დღესაც დაუღალავად ირჯება ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციისთვის.

ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს, ქართულმა სასამართლომ ხუთი მილიონი ევროს მითვისებისთვის ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს ფული მან საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს მოჰპარა. კეზერაშვილს, მოგვიანებით შეეხო ამნისტია და სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირდა, თუმცა პატიმრობისგან თავის დაღწევას, დღემდე, საზღვარგარეთ ყოფნით ცდილობს. ეს 5 მილიონი ევრო ბიუჯეტში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად იყო განკუთვნილი. აღნიშნული წვრთნები არასდროს ჩატარებულა, მაგრამ ფული კი გაქრა. სხვა თანამდებობების გარდა, კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილის დროს, თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მწირი თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა შემოსავალი არასდროს ჰქონია, საქართველო 2012 წელს, როგორც მულტიმილიონერმა დატოვა. მას შემდეგ, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ ტელეკომპანიას „ფორმულა TV“. ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მეშვეობით, მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ კეზერაშვილი, “ფორმულა TV”-ის მეშვეობით, ასობით ათას დოლარს უხდის ამერიკელ ლობისტებს იმისთვის, რომ დაეხმარონ კომპანიას, რომელიც სრულიად არაპოპულარულია საქართველოში, გაავრცელოს პოლიტიკური პროპაგანდა უცხოელი აუდიტორიისთვის. უფრო მეტიც, გასულ წელს, კეზერაშვილმა მოახერხა საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება - ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია შეცვალა ახალი, მისივე შექმნილი „ლიდერით“, ლევან ხაბეიშვილით.

აღსანიშნავია, რომ კეზერაშვილი BBC-მაც ამხილა ევროპულ მასშტაბურ სკანდალში, რომლის თანახმად, მისი კომპანიები ევროპელ პენსიონერებს მრავალრიცხოვანი ქოლ-ცენტრების მეშვეობით, თაღლითურად ძარცვავდნენ და დანაზოგს სძალავდნენ. მიუხედავად ამ დანაშაულებისა, კეზერაშვილი კვლავაც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, ცხოვრობს მდიდრული ცხოვრების წესით და აგრძელებს პრობლემების შექმნას ქართული პოლიტიკისთვის.

თუ არ მოხდება მისი საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოცემა, პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა. პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არ არის კარგი იდეა. ეს ბუნდოვანება მხოლოდ აფერხებს მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ კომპრომისს და საბოლოოდ - მშვიდობას“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა