მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

რიში სუნაკი - კონფლიქტი საშიში და სწრაფად განვითარებადია

ნახვები: 515 რიში სუნაკი - კონფლიქტი საშიში და სწრაფად განვითარებადია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ისრაელში არსებულ ვითარებას "საშიში და სწრაფად განვითარაბადი“ უწოდა და განაცხადა, რომ არავის „სურს რაიმე რეგიონული ესკალაციის ხილვა“.

როგორც სუნაკმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, "ცალსახაა", რომ "ჰამასი" და მისი მხარდამჭერები არიან "სრულად პასუხისმგებელნი ამ საშინელი ტერორის აქტზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცებაზე".

მისი თქმით, მან უთხრა კოლეგას ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს დასახმარებლად“ და რომ ქვეყანა „მტკიცედ დგას ისრაელთან", რადგან მას თავდაცვის უფლება აქვს.

ბრიტანეთის პრემიერი დასძენს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირშია ისრაელში კოლეგასთან ბრიტანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა