თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ველურებთან მსჯელობის ეპოქა დასრულდა, დროა „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა განადგურდეს - ისრაელის ელჩი გაეროში

ნახვები: 447 ველურებთან მსჯელობის ეპოქა დასრულდა, დროა „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა განადგურდეს - ისრაელის ელჩი გაეროში

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა „ჰამასი“ ომის დანაშაულებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „დროა, „ჰამასის“ ტერორისტული ინფრასტრუქტურა განადგურდეს“.

”ეს არის ომის დანაშაულები, აშკარა დოკუმენტირებული ომის დანაშაულები”, - განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის წინ. მისი თქმით, „ჰამასთან“ მოლაპარაკებების დრო დასრულდა და მისი ინფრასტრუქტურა საბოლოოდ უნდა განადგურდეს. "ამ ველურებთან მსჯელობის ეპოქა დასრულდა. ახლა დროა, „ჰამასის“ ტერორისტული ინფრასტრუქტურა განადგურდეს, აღიგავოს, რათა ასეთი საშინელებები აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ელჩმა.

მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სრულად დაუჭიროს ისრაელს მხარი და „ჰამასის“ ქმედებები დაგმოს. გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არავინ უნდა თქვას, ან გააკეთოს რამე ისეთი, რაც „ღაზაზე ისრაელის მორიგ თავდასხმას წაახალისებს“. გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრა, დაახლოებით, 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა