თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

10 მოსამართლე მოსამართლეების წერილს ემიჯნება

ნახვები: 656 10 მოსამართლე მოსამართლეების წერილს ემიჯნება

გუშინ, 4 ნოემბერს, გავრცელებულ სასამართლო კურპუსის წერილსს, ათი მოსამართლე ემიჯნება.

წერილი გუშინ გავრცელდა, სადაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკას ქართული სასამართლო კორპუსი პასუხობს, რომ დიპლომატები ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიონ.

წერილზე გამიჯნულმა მოსამართლეებმა, განცხადებები „ფეისბუქ" გევრდზე გაავრცელეს.

გამიჯნულ მოსამართლეებს შორის არიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი, მოსამართლე თამარ ხაჟომია, სააპელაციოს მოსამართლე შოთა გეწაძე.

„მე არ ვეთანხმები მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ამ განცხადების პათოსს. ყველა მოსამართლე ასე არ ფიქრობს", - წერს გეწაძე „ფეისბუქზე".

სააპელაციოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, წერს, რომ ის ემიჯნება კორპუსის განცხადებას და მისთვის მნშვნელოვანი საერთაშორიოს პარტნიეორების განცხადება.

„მეტი განსხვავებული აზრის საჭიროება, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში მეტი დემოკრატია ისევ ჩვენი, მოსამართლეების, ინდივიდუალურ გაძლიერებას ემსახურება. ყველაზე მეტად ვინც ამ საქმეში, ჩვენს გაძლიერებაში შეიძლება წვლილი შეიტანოს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათი ძალისხმევით, წლებია ვცდილობთ ისეთი სასამართლო შევქმნათ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა ექნება.

ნდობისა და პატივისცემის გარეშე კი კანონის დაცვაც ფიქცია ხდება. ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მოსამართლე ამ შანსს ქვეყანას არ დაუკარგავს. შესაბამისად, ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ვისურვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა",- წერს მოსამართლე.

ამ პოზიციას, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა იზირებენ. ეკა არეშიძე, მადონა მაისურაძე, ციცინო კიკვაძე, გიორგი ებანოიძე და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ლევან დარბაიძე

„ვერ გავიზიარებ მსგავს პათოსს საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით, რომლებსაც წლების მანძილზე მნიშვნელოვანი მონაწილეობა აქვთ მიღებული სასამართლოს რეფორმაში", - წერს გიორგი ებანოიძე.

მოსამართლეები, წერილის პათოს აპროტესტებეს, ისინი მიიჩნევენ რომ საერტაშიროს პარტნიორების მიმაღტ ასეთი დმაოკიდებულება დაზიანებულია სასამართლო სისტემისა და მთლიანად ქვეყნისთვის.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გიორგი გოგინაშვილი და პაატა სილაგაძე აირჩია ისე, რომ საბჭოს 2 წევრს უფლებამოსილების ვადა ამოწურული არ ჰქონდა.

გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებმა სპეციალური განცხადებები გაავრცელებს და პროცესის გაუმჭვირვალობას გაუსვეს ხაზი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა