მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია, ხოლო ღაზაში 900-ს გადააჭარბა

ნახვები: 504 ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია, ხოლო ღაზაში 900-ს გადააჭარბა

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმიდან თითქმის ოთხი დღის შემდეგ ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია. ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

პარალელურად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა, ხოლო 4600-მდე პირი დაჭრილია.

თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2100-მდე გაიზარდა.

ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა 200-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ეს არის მესამე კონტრშეტევა ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა