თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო ბაიდენი - ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას

ნახვები: 485 ჯო ბაიდენი - ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მის გუნდს ისრაელელ პარტნიორებთან ომის დაწყების მომენტიდან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის, საბრძოლო მასალას რკინის გუმბათის შესავსებად. ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს არ ამოეწურება ეს კრიტიკული აქტივები, რათა დაიცვას თავისი ქალაქები და მოქალაქეები“, – აღნიშნა ბაიდენმა გამართულ ბრიფინგზე.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია მჭიდრო კონსულტაციებს გადიოდა კონგრესთან აღნიშნულ კრიზისთან დაკავშირებით.

„კონგრესი როდესაც დაბრუნდება, მათ ვთხოვთ გადაუდებელი ზომების მიღებას ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად. ეს არ ეხება პარტიას და პოლიტიკას. ეს ეხება ჩვენი სამყაროს უსაფრთხოებას, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გააძლიერა სამხედრო ძალების პოზიციონირება შეკავების უზრუნველსაყოფად.

„თავდაცვის დეპარტამენტმა გადაიყვანა USS Gerald Ford ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში და გააძლიერა ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების წარმომადგენლობა. ჩვენ მზად ვართ, გავგზავნოთ დამატებითი ძალები საჭიროების შემთხვევაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა