კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბექა ოდიშარია - მძიმე სანახავია, როცა არაფორმალურ მმართველთან ჩამწკრივებული მიდიან ადამიანები, რომლებსაც ოპოზიციის ლიდერობაზე აქვთ პრეტენზია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ხაბეიშვილი

ნახვები: 519 ბექა ოდიშარია - მძიმე სანახავია, როცა არაფორმალურ მმართველთან ჩამწკრივებული მიდიან ადამიანები, რომლებსაც ოპოზიციის ლიდერობაზე აქვთ პრეტენზია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ხაბეიშვილი

მძიმე სანახავია, როცა არაფორმალურ მმართველთან ჩამწკრივებული მიბრძანდებიან ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ოპოზიციის ლიდერობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ბექა ოდიშარიას კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

„ვინც ფულს იხდის, მუსიკას ის უკვეთავს. ძალიან მძიმე სანახავია, როცა ის ადამიანები ჩამწკრივებული მიბრძანდებიან არაფორმალურ მმართველთან, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ოპოზიციის ლიდერები არიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ლევან ხაბეიშვილი, რომელზეც ნიანგის ცრემლებს ვერ გადმოვყრი, მაგრამ თუ ის ამ გამოწვევის წინაშე დადგება, მისი პოლიტიკური ასპარეზის დასასრული აქვე გაჩნდება. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის ლარნაკაში ყოფნის თაობაზე ინფორმაციას, გიორგი ვაშაძე ბევრ რამეზეა წამსვლელი. მათ შორის, შეიძლება, მას საქართველო მწვანე საზღვრით გადაეკვეთა და ისე გამგზავრებულიყო, თუ ამას მათი დამფინანსებელი ეტყოდა. ამ ადამიანებს ისე უყვართ ფული, რომ ფულისთვის ყველანაირი ხერხით შეიძლება მოხვდნენ იქ, სადაც ალბათ ამ ადამიანებისაც და დაშლილი „ნაცმოძრაობის ბედი წყდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა