ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას მიზანი აქვს, საქართველომ სტატუსი არ მიიღოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ

ნახვები: 499 არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას მიზანი აქვს, საქართველომ სტატუსი არ მიიღოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ

ოპოზიციის სამეგობრო წრიდან ის პოლიტიკური ჯგუფები და სპიკერები გამოიკვეთა, ვინც ვიქტორ ორბანს და ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ორმხრივი თანამშრომლობისთვის და ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის აკრიტიკებენ, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მათ ერთადერთი მიზანია აქვთ, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

„ამ ადამიანების სახეებს, სახელებსა და გვარებს თუ დავაკვირდებით, ზუსტად ემთხვევა იმ წრეს, რომლებიც ევროდერეფნებში თუ ღიად მედია სივრცეში საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ეს ის ხალხია, ვისაც სწყინს და ძალიან არ უნდათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. მათ ერთადერთი მიზანია აქვთ, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ. სხვა ახსნა ვერ ექნება იმას, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სტატუსის მინიჭებაში მხარს გიჭერს და ამის საპასუხოდ კრიტიკული განცხადებებუთ გამოდიხარ. ლამის ამბობენ, რატომ ჩამოვიდა ჩვენი მეგობარი საქართველოში და რატომ დახვა ჩვენი ხელისუფლება მეგობრულად. ვის, ვის და უნგრეთის პარლამენტსა და მთავრობას ნამდვილად არ ეკუთვნის კრიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტებთან დაკავშირებით. ისინი არაერთხელ ყოფილან საოკუპაციო ხაზთან და პირდაპირი მხარდაჭერა აქვთ გამოხატული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ კუთხით კრიტიკა იმ ჯგუფისა და საერთო ხაზის ნაწილია, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა