კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს?

ნახვები: 709 პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს?

ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს? - მსგავს განცხადებებს ისინი აკეთებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ „აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დენიგენი იმ პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა“.

მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ, ეს „ქართულმა ოცნებაა“.

„თუ ვინმემ უნდა შეცვალოს აღქმები და პოლიტიკა, უნდა შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ". თქვენ იცით განცხადებები, წერილები, რომ სადაც ამერიკა შევიდა, ყველა ქვეყანაში თურმე ამერიკა ყოფილა არეულობის შემტანი და ჩამოთვლილი აქვთ იემენი, ლიბია, სირია. მინდა ვკითხო „ქართულ ოცნებას“, შემთხვევით „ჰამასს“და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს, ასეთ განცხადებებს აკეთებს „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა