თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მეორე მოგება შესარჩევ ეტაპზე - საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ნახვები: 687 მეორე მოგება შესარჩევ ეტაპზე - საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც წინა მატჩში, ტაილანდთან, პოკერი შეასრულა. მარჯვენა ფლანგზე ლადო მამუჩაშვილი თამაშობდა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ტაილანდთან დიდი ანგარიშით მოგების მიუხედავად, 24-ათასიანი „მიხეილ მესხი“ ბოლომდე ვერ შეივსო. „ჯვაროსნებმა“ თამაში დამაჯერებლად ვერ დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტიც საქართველოს კართან შეიქმნა – მე-6 წუთზე ხარალამპოს კირიაკუს დარტყმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.

საქართველოს ნაკრები ამის შემდეგ გააქტიურდა და მომენტებიც შექმნა. გიორგი ქოჩორაშვილის ახლოდან დარტყმული მეკარემ აიღო, ორ წუთში ირაკლი აზაროვმა სახიფათო პოზიციიდან კარს ააცილა. 23-ე წუთზე ისევ ჩაკვეტაძემ შეუტია და კვლავ უშედეგოდ. გატანის შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

საქართველოს ნაკრები სწრაფი თამაში და მეტოქის საჯარიმომდე ბურთის სწრაფად მიტანა უჭირდა, კვიპროსელები ქართველებს შეტევისთვის თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ.

37-ე წუთზე კვიპროსელებმა კონტრშეტევა განახორციელეს და დიმიტრიოს კრისტოფმა სახიფათოდ დაარტყა – ამ ეპიზოდშიც მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში უფრო მწვავედ და აგრესიულად დაიწყო, შედეგსაც მალე მიაღწია. 46-ე წუთზე, კვარაცხელიას დარტყმული მცველმა მოიგერია, იქვე მყოფმა ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი დარტყმით ბურთი მცველებში გააძვრინა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:0.

58-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ ერთი პასით კარის წინ კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ დატოვა და „ნაპოლის“ ქართველმა ლიდერმა სხვაობა ორამდე გაზარდა 2:0. 82-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილის წამოწყებული და კვარაცხელიას განვითარებული იერიში ძლიერი დარტყმით ლევან შენგელიამ დააგვირგვინა – 3:0.

არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კბიპროსელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა შეხევდრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრა მოიგო – ვილი სანიოლის გუნდმა ორივეჯერ კვიპროსის ნაკრები დაამარცხა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა