თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბადრი ჯაფარიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ ნების ბრმად აღმსრულებელი

ნახვები: 436 ბადრი ჯაფარიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ ნების ბრმად აღმსრულებელი

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ ნების ბრმად აღმსრულებელი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა.

„რუსული დავალებების შემსრულებელი „ქართული ოცნება“ კვლავ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის პუტინის ინსტრუქციებს ეფუძნება. ცხადია, რომ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება სწორედ იყო ნაკარნახევი რუსეთის მხრიდან და ამიტომაც, შესაბამისად, ამოცანა იყო და არის „ქართული ოცნების“, რომ ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც დღემდე ინარჩუნებდა და ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მოახდინონ ამ ინსტიტუციისთვის დიდი დარტყმის მიყენება. რა თქმა უნდა, სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა, კერძოდ კი კობახიძემ, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ამ შემთხვევაში, კვლავ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ ნების ბრმად აღმსრულებელი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ეს მცდელობა გამომდინარე რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებისგან ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილს იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან და ხელი შეუშალოს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამას ემსახურება მთელი ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც დღეს გაახმოვანა, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა