Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ირინა იმერლიშვილი - მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს ცხადია, ვერ გააკეთებს

ნახვები: 515 ირინა იმერლიშვილი - მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს ცხადია, ვერ გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

„აიტვირთება განსხვავებული აზრი, შიგნით წერია ყველა არგუმენტი, რომლებზეც ჩვენ ვმსჯელობთ. როგორც გამოცხადდა, სამ მოსამართლეს გვაქვს დასკვნისგან განსხვავებული აზრი. აიტვირთება და ყველა ნახავს. ყველა არგუმენტი არის მოცემული განსხვავებულ აზრში. სამივეს გვაქვს ერთი განსხვავებული აზრი, საერთო. განსხვავებული აზრი იცით, რასაც ნიშნავს, როდესაც არ ეთანხმება მიღებულ დასკვნას. განსხვავებულ აზრში წერია ყველაფერი. ეს არ არის ერთ პუნქტად ჩამოსაყალიბებელი“, – აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიერ სამი მოსამართლის განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, იმერლიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეები სამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობენ.

„მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს ცხადია, ვერ გააკეთებს. ჩვენ ვმსჯელობთ მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით და ეს სამართლებრივი არგუმენტები გვიწერია განსხვავებულ აზრში“, – განაცხადა იმერლიშვილმა.

რაც შეეხება შესაძლო ზეწოლასთან და მოსამართლეების მისამართით გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, იმერლიშვილის თქმით, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების თავისუფლება აქვთ პოლიტიკოსებს, მაგრამ მოსამართლე უნდა მსჯელობდეს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ დანარჩენი ექვსი მოსამართლის გადაწყვეტილება სამარცხვინოა, იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლის მხრიდან მსგავსი შეფასებების გაკეთება არაკორექტულია.

„სამარცხვინო გადაწყვეტილებას მე ვერავის ვუწოდებ, ვერც ექვს მოსამართლეს, ვერც სამ მოსამართლეს და საერთოდ, ასეთი ტიპის შეფასებები მოსამართლის მხრიდან მგონია, რომ ნამდვილად არასწორია, არაკორექტულია მისი კოლეგების მიმართ და კანონის ფარგლებში არანაირად არ ჯდება. მე გეუბნებით მოსამართლის მხრიდან, თორემ პოლიტიკოსებს, ცხადია, ამის შესაძლებლობა, ფუფუნება, როგორც გნებავთ, დაარქვით, აქვთ. პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ ისინი, თუმცა სასამართლოსთან მიმართებით ვფიქრობ, ჯობია, სამართლებრივი არგუმენტებით ისაუბროს ყველამ, მათ შორის პოლიტიკოსებმაც და ამიტომ ხვალ დილას განსხვავებულ აზრს თუ წაიკითხავთ, იქნება კარგი“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

მისივე თქმით, სამი მოსამართლის არგუმენტები განსხვავებულ აზრშია მოცემული.

„კიდევ ერთხელ, ახლა ორ სიტყვაში ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს არგუმენტები სამართლებრივი არგუმენტებია და არა – პოლიტიკური. ამ არგუმენტებს ნახავთ განსხვავებულ აზრში, ხვალ დილით ადრე იქნება ატვირთული. უბრალოდ, ახლა ძალიან გვიანია“, – აღნიშნა იმერლიშვილმა.

კითხვაზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, ირინა იმერლიშვილმა განაცხადა: „რადგან განსხვავებულ აზრზე ვართ, ესე იგი, არ ვეთანხმებით ხომ დასკვნას“.

„ერთ სიტყვაში არ ითქმის. განსხვავებული აზრიც ისევე, როგორც დასკვნა, არის მხოლოდ სამართლებრივი და არის არცთუ პატარა, ამიტომ გთხოვთ, განსხვავებული აზრი წაიკითხოთ. შიგნით წერია ყველა და მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტები“, – დასძინა ირინა იმერლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა