თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით კირკიტაძე - პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს, ამავე სასამართლოს გასამართლებულია სააკაშვილი

ნახვები: 518 დავით კირკიტაძე - პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს, ამავე სასამართლოს გასამართლებულია სააკაშვილი

მინდა, საქართველოს პრეზიდენტს ვუთხრა, კიდევ სჯერა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანია და არ არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი? მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, თუ პრეზიდენტს მართლაც სურს, რომ თავისუფალ პოლიტიკოსად დარჩეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

„მინდა, საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდო და ვუთხრა, მას კიდევ სჯერა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანია, დამოუკიდებელი და არ არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი? მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს ჩვენ, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლოა, როგორ ემორჩილება „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას.

მინდა, შევახსენო, რომ ამავე სასამართლოს გასამართლებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მას ხელთ აქვს ბერკეტი, ამ უსამართლო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გამოასწოროს. რას ელოდება ის? - თუ კიდევ დარჩა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქართული სასამართლო ხელმძღვანელობდა კანონით და სამართლიანად. არა, ქალბატონო პრეზიდენტო, ისევე როგორც თქვენს შემთხვევაში, ქართული სასამართლო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედებდა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გუშინ ოპოზიციას მოუწოდეთ, არ შემოსულიყო დარბაზში, როდესაც იქნებოდა საკითხის განხილვა. კარგად იცით, რომ ჩვენ ეს პოზიცია დავაფიქსირეთ თქვენს მოწოდებამდე, ჩვენ არ შემოვდივართ დარბაზში იმიტომ, რომ ის პროცესი, რომელიც ამ დარბაზში უნდა გაიმართოს, არ არის ქართველი ხალხის ინტერესში, ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. როდესაც სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეთ, ევროპულ დედაქალაქებში სიარული, მაშინ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი იმპიჩმენტის პროცედურა.

თუ მართლაც გსურთ, თავისუფალ პოლიტიკოსად დარჩეთ, სამართლიან პოლიტიკოსად, უნდა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, უნდა შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მაშინ დავიჯერებთ, რომ ნამდვილად თავისუფალი პრეზიდენტი ხართ, რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან თავისუფალი პრეზიდენტი და თავს არ ესხმით მხოლოდ კობახიძეს და იმ ადამიანებს, ვინც თქვენი იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო“,-აღნიშნა კირკიტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა