Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

პრეზიდენტი "ოცნებას": როგორ ჩახედავთ შვილებს თვალებში, როგორ აუხსნით, რომ პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი

ნახვები: 471 პრეზიდენტი "ოცნებას": როგორ ჩახედავთ შვილებს თვალებში, როგორ აუხსნით, რომ პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ქვეყნის ბედსაც განსაზღვრავს და იმ დეპუტატების მომავალსაც, ვინც ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას

"საკონსტიტუციომ თუკი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია - კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია - მიმართა მან "ქართულ ოცნებას"

მან კობახიძე-ღარიბაშვილს უთხრა, რომ ბრალდებების გასამყარებლად ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. 

"ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა.

ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას.... სია შემიძლია გავაგრძელო"- დასძინა სალომე ზურაბიშვილმა. 

მისი თქმით, ესენი ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული. პრეზიდენტი ამბობს, რომ საიმპიჩმენტო პროცესით მმართველი პარტია მხოლოდ მას კი არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებენ შეურაცხყოფას.

"ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და "ოცნება"  ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკის იდენტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. 

"მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ - დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ"- მიმართა მან უმრავლესობას. 

პრეზიდენტმა კობახიძის გუნდს ისიც შეახსენა, რომ ისინი პიროვნულად და კოლექტიურად იღებენ პასუხისმგებლობას - "რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში, წყდება ამ ვითომცდა ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე"

აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია! - ეუბნება მეხუთე პრეზიდენტი ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს. 

"სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ "პატარა კაცებად" მოგიხსენიეთ - დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.

რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესეც არ გამოგივათ, და თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ! ამას გპირდებით!

როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად სცნო. ხელი აგიკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა