Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

რომან გოცირიძე - მოვუწოდებ პრეზიდენტს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით - იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით

ნახვები: 603 რომან გოცირიძე - მოვუწოდებ პრეზიდენტს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით - იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით

ქალბატონ სალომეს მოვუწოდებ, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით სწორია.

„დღეს სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებით სწორია, ის ევროპის გზაზე დგას, საქართველოს ინტერესებს იცავს, უკრაინის გვერდით არის, ანტირუსულ პოზიციებზეა და მისი გადაყენების მთავარი ამოცანა იყო, რომ გაგეჩერებინათ და მისი პარალიზება მოგეხდინათ. ამიტომ, ქალბატონ სალომეს მოვუწოდებ, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს სრული პოლიტიკური, ზნეობრივი და სამართლებრივი ფიასკო განიცადა“.

„სამართლებრივი იმიტომ, რომ ამ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგება, კენჭისყრის დროს 100 ხმას ვერ მიიღებთ. იმის მიუხედავად, რომ თქვენი მთავარი მიზანი პრეზიდენტის გადაყენება იყო და შემდეგ იმ დესტრუქციული პროცესების წამოწყება, რაც ამ გადაწყვეტილებას მოყვებოდა. ერთადერთი, სადაც თქვენ გაიმარჯვეთ, ეს არის მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლო, დაკომპლექტებული შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული პირებით და „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებით“, - აღნიშნა გოცირიძემ.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მართლმსაჯულების ეტაპზე რაღაცას მიაღწია, თუმცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში წყდება, სადაც ხმებისთვის დეპუტატები ვერ მოისყიდეს.

„პოლიტიკური მართლმსაჯულების ეტაპზე რაღაცას მიაღწიეთ, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილება ამ დარბაზში მიიღება. დიდი ჭორი და ხმაური იყო მედიაშიც, რომ დეპუტატები მოსყიდულები არიან. მართლაც, 6 მილიარდი აქვს იმ კაცს და 10 კაცი როგორ ვერ მოისყიდეთ? როგორ ვერ დააშანტაჟეთ?“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა