კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

EU-US სამიტის განცხადება - ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას

ნახვები: 540 EU-US სამიტის განცხადება - ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას

ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება, - ამის შესახებ აშშ-ევროკავშირის სამიტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ვაშინგტონში გამართული აშშ-ევროკავშირის სამიტის მთავარ თემას ისრაელ-„ჰამასის“ ომი წარმოადგენს, თუმცა მხარეებმა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.

„ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობის მიმართ და მხარდაჭერას რეგიონში ევროკავშირის პერსპექტივის მიმართ. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება“, - აღნიშნულია აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა