კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე - მედია არის სარკე და არ მგონია, სარკეზე რაიმეს გადაფარებით რეალობა შეიცვალოს

ნახვები: 474 პაატა მანჯგალაძე - მედია არის სარკე და არ მგონია, სარკეზე რაიმეს გადაფარებით რეალობა შეიცვალოს

მედია არის სარკე და არ მგონია, სარკეზე რაიმეს გადაფარებით რეალობა შეიცვალოს - თუ ვინმე სიძულვილის და პოლიტიკური უხამსობის ტირაჟირებას ახდენს ქვეყანაში, ეს „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცვლილებები „ქართულ ოცნებას" საარჩევნოდ, ცენზურისთვის სჭირდება.

„ცვლილებები, რომელიც შემოტანილია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ სჭირდება იმისთვის, რომ არჩევნების დროს დამატებით ბერკეტი ჰქონდეს მედიაზე ზემოქმედების. ბექაურის კომისიის მიმართ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც მაუწყებლების შიდა რეგულირების სფერო იყო, არაერთი შენიშვნაა გამოთქმული პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით. ცვლილებები საშუალებას იძლევა მედიაზე ცენზურის განხორციელების. მედია არის სარკე და არ მგონია, სარკეზე რაიმეს გადაფარებით რეალობა შეიცვალოს, თუ ვინმე სიძულვილის და პოლიტიკური უხამსობის ტირაჟირებას ახდენს ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები. ამბობენ, რომ რეგულაცია ევროპულია და უნდა ვიცოდეთ, რომ როცა „ქართული ოცნება“ დაჩქარებით ახორციელებს ცვლილებებს და ამბობს, რომ ევროპული და ამერიკულია, იცოდეთ, რომ სინამდვილეში მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული, რაღაცას იპარავს, აფუჭებს და ანადგურებს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა