კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის: შეხვედრები რეგიონებში

ნახვები: 553 TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის: შეხვედრები რეგიონებში

 

თუ გაქვს ძლიერი სურვილი და მოტივაცია გადადგა პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიებში ან უკვე მოღვაწეობ ამ სფეროში და გსურს გაიღრმაო ცოდნა, თიბისი და USAID, კარიერული განვითარებისთვის, გთავაზობთ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო ტექკურსებს.

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა თიბისისა და მის პარტნიორ  ტექნოლოგიურ კომპანიებში.

თუ გსურს გაიგო მეტი პროექტზე და გასცე პასუხი კითხვებს: რა შესაძლებლობებს გაძლევს პროექტი? როგორ უნდა მოხვდე სრულად დაფინანსებულ ტექნოლოგიურ კურსებზე? რას ისწავლი, როგორ ისწავლი და სად შეძლებ დასაქმებას?  შემოგვიერთდი პროექტის საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც ჩატარდება შემდეგ რეგიონებში:

  • ქუთაისი | 25 ოქტომბერი, 15:00 | გრიშაშვილის ქ. #26, თიბისი ბანკის ფილიალი | დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/TnmBx0aXjG
  • ბათუმი | 26 ოქტომბერი, 13:00 | ზუბალაშვილის ქ. #37, თიბისი ბანკის ფილიალი | დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/UQ1Qb7nbdw
  • ზუგდიდი | 27 ოქტომბერი, 12:00 | ლაღიძის ქ. #1, ზუგდიდის ტექნოპარკი |დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/tFvYTxPzhx
  • გორი | 3 ნოემბერი, 15:00 | ჭავჭავაძის ქ. #53, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული) |დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/AXd7pN3rW7
  • თელავი | 6 ნოემბერი, 15:00 | რუსთაველის გამზ. #11, თელავის ტექნოპარკი |    დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/czQnf0JBa8

 

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია, საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია!

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული მიმართულებებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა