რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

კახა კალაძე - ელენე ხოშტარია რუბლებით სუნთქავს, ზურა-გირჩი კი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა - როგორ შეიძლება მათი მხრიდან ბულინგი მიიღო

ნახვები: 509 კახა კალაძე - ელენე ხოშტარია რუბლებით სუნთქავს, ზურა-გირჩი კი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა - როგორ შეიძლება მათი მხრიდან ბულინგი მიიღო

ელენე ხოშტარია რუბლებით სუნთქავს, ზურა-გირჩი კი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა - როგორ შეიძლება მათი მხრიდან ბულინგი მიიღო, უნდა იხუმრო, ასეთი რაღაცები გაატარო და გაერთო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ელენე ხოშტარია და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე პოლიტიკოსებისა და სხვა ადამიანების მიმართ ბოლო პერიოდში ბულინგის შემცველ განცხადებებს აკეთებენ“.

როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პირების მხრიდან დაბულინგება წარმოუდგენელია.

„არ ვიცი, ზურა-გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგოს, წარმოუდგენელია. ამით უნდა გავერთოთ. მათ რომ პოზიტიურად ისაუბრონ ჩვენზე, პოლიტიკოსებზე, ნორმალურ, პატიოსან ადამიანებზე, ეს უნდა იყოს სირცხვილი და პირიქით - როდესაც ეს მდგომარეობა აქვთ და ასეთ ქმედებებს ახორციელებენ, საამაყო უნდა იყოს. ელენე ხოშტარია რუბლებით სუნთქავს და ზურა-გირჩი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა, როგორ შეიძლება მათი მხრიდან დაბულინგდე, უნდა იხუმრო, ასეთი რაღაცები გაატარო და გაერთო“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა