თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პრემიერი - ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს

ნახვები: 414 პრემიერი - ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს

ჩემი გზავნილი არის მარტივი - ჩვენ, ჩვენი ხალხი, მთავრობა და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

პრემიერის შეფასებით, ყველაფერი კარგად იქნება და საქართველო სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც რეფორმებს და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციას გააგრძელებს.

 

„საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა და 12-ვე რეკომენდაცია მაქსიმალურად შევასრულეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ღია და სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი გარემოებები არსებობდა, ძალიან ბევრი ხელოვნური ბარიერი იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს და წინასწარ რამე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი - ვითვალისწინებ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში, ასევე ვითვალისწინებ იმ პრეცედენტებს, რომლებიც შეიქმნა, რომ შარშან მოლდოვას, უკრაინას და ბოსნია ჰერცეგოვინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომლებსაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და საქართველოსთან შედარებით დღესაც აქვთ და მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სისტემატურ კოორდინაციაში ვიმყოფებით ჩვენს ევროპელ კოლეგებთან.

 

ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კოორდინაცია და ინტერაქცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, იყო მთელი რიგი დაზუსტებები. ჩვენ საკმაოდ მოკლე პერიოდში, რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო შთამბეჭდავი პროგრესიც ვაჩვენეთ, რომელიც აღვნიშნე ჩემს შეხვედრებზე. გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერია კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ-ერთი ღია და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და მხარდამჭერი იმისა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გზავნილი არის მარტივი - ჩვენ, ჩვენი ხალხი, მთავრობა და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა