კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ თვლის

ნახვები: 415 ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ თვლის

ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების რუსეთში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლიორ ჰაიატმა განაცხადა.

„„Ჰამასი“ ისლამურ სახელმწიფოზე უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. „ჰამასის“ მაღალჩინოსნების ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს. ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების“, – განაცხადა ლიორ ჰაიატმა.

ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გააძევოს ქვეყნიდან „ჰამასის“ ლიდერები.

„ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეს აძლევს ლეგიტიმაციას. ისრაელი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები“, – განაცხადა ლიორ ჰაიატმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ჰამასის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა