Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

პრემიერი - საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალურ-ობიექტური შუამავალი და აზერბაიჯანისა და სომხეთის მეგობარი, არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს

ნახვები: 472 პრემიერი - საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალურ-ობიექტური შუამავალი და აზერბაიჯანისა და სომხეთის მეგობარი, არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს

საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალურ-ობიექტური შუამავალი და აზერბაიჯანისა და სომხეთის მეგობარი, არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ცერემონიაზე, რომლის დროსაც თბილისში აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრს ჩაეყარა საფუძველი.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში საქართველო და ის, როგორც მთავრობის მეთაური, უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას.

„დღეს სასიხარულო დღეა, ვინაიდან მაქვს პატივი, მივიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მშენებლობის ცერემონიაში. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში. პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ჩვენ ყველას გვიხარია, რომ ახალი თანამედროვე თეატრის შენობის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. დღევანდელი დღე არის დასტური ჩვენი მეგობრობის, ჩვენი ღრმა კავშირების, ჩვენი ძლიერი თანამშრომლობის. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ბატონი ილჰამ ალიევი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი, ჩვენ ერთად დავათვალიერეთ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ეროვნული გამოფენა. წელს აზერბაიჯანში აღინიშნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე და სწორედ ამ იუბილეს ფარგლებში, ჩვენ სიმბოლურად დღეს საფუძველს ჩავუყრით ამ თეატრის მშენებლობას. მე ასევე მინდა მადლობა გადავიხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს. მადლიერი ვარ, რომ ჩამობრძანდით თბილისში და მიიღეთ მონაწილეობა აბრეშუმის გზის ფორუმში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე, ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, იყო სამმხრივი შეხვედრაც. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალურ-ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის მეგობარი არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, ვარ მზად, რომ მივიღოთ მონაწილეობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა