თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არჩილ თალაკვაძე - ამ წლებში არავის არასდროს ჰქონია მშვიდობიანი აქციის ჩატარების და პროტესტის გამოხატვის პრობლემა

ნახვები: 504 არჩილ თალაკვაძე - ამ წლებში არავის არასდროს ჰქონია მშვიდობიანი აქციის ჩატარების და პროტესტის გამოხატვის პრობლემა

ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, იმის საფუძველი არ არის, რომ ეს კანონი განხორციელების გარეშე დარჩეს.

"ამ წლების განმავლობაში არავის არასდროს ჰქონია მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა, მაგრამ ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას.

ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს.

რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია და არ არის საფუძველი იმის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო 17 ოქტომბერს დაადო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, ცვლილებები შეფასებულია, როგორც „ანტიევროპული კანონი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა