კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში ომი შესაძლებელია

ნახვები: 464 გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში ომი შესაძლებელია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი საზოგადოებას ახალი მენტალობის შექმნისკენ მოუწოდებს ისეთი კრიზისების ფონზე, როგორიც ახლო აღმოსავლეთშია.

მისი თქმით, ევროპაში ომის საშიშროება არსებობს.

„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ევროპაში ომის საშიშროება შეიძლება იყოს“, – განაცხადა პისტორიუსმა.

მისივე თქმით, გერმანიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა. ეს ეხება როგორც ბუნდესვერს, ასევე საზოგადოებას.

„ჩვენ უნდა გავხდეთ ომისთვის შესაფერისად მომზადებულები“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია არ გამოიწვევს უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის შემცირებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა