პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბექა ლილუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და სასჯელი უნდა მოიხადოს

ნახვები: 543 ბექა ლილუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და სასჯელი უნდა მოიხადოს

მესმის, რომ ნიკა გვარამიას შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი პოზიტიური გამოცდილების გაზიარება უნდა, თუმცა შეწყალების პრეროგატივა პრეზიდენტს აქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის სუვერენული უფლებამოსილებაა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ხელისუფლებას სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა თუ უნდა, შეწყალებაც არ იქნება ეფექტური, რადგან მათ სამართლებრივად შეუძლიათ, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სხვა საქმეზე დაიწყონ და ციხეში ჩასვან. ამას ერთ-ერთი თეორიული სცენარით ვგულისხმობ. თუ მოცემულობას მივიღებთ, რომ ეს „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა, ეს იქნება შეთანხმების ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნოდ პოზიტიურად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ნიკა გვარამიამ, გუშინ ერთ-ერთი ტელკომპანის ეთერში განაცხადა, რომ მიმართავს პრეზიდენტს, რათა შეუწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა