ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნიკოლოზ სამხარაძე - ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა - 11 რეკომენდაცია ან სრულად ან მეტწილად არის შესრულებული, 1 რეკომენდაციაზე არ გვაქვს პროგრესი

ნახვები: 472 ნიკოლოზ სამხარაძე - ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა - 11 რეკომენდაცია ან სრულად ან მეტწილად არის შესრულებული, 1 რეკომენდაციაზე არ გვაქვს პროგრესი

ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა - მათ ბოლო დროს რიტორიკა შეცვალეს, ოღონდ მხოლოდ რიტორიკის დონეზე და სინამდვილეში არ უხარიათ, რომ შესაძლოა, საქართველოსთან მიმართებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული - არ ველი, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პირობა გაჩნდეს იმიტომ, რომ ევროკავშირს ჩვენთვის ეს არასდროს მოუთხოვია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 11 რეკომენდაცია ან სრულად ან მეტწილად არის შესრულებული, ხოლო ერთ რეკომენდაციაზე, დეპოლარიზაციაზე პროგრესი არ არის.

“3 სრულად შესრულებული რეკომენდაცია ნათქვამი იყო მაისის ინფორმაციაზე დაყრდნობით. დღეს უკვე ნოემბერია, ბევრი რამ გაკეთდა. ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ 11 რეკომენდაცია ან სრულად ან მეტწილად არის შესრულებული. ერთ რეკომენდაციაზე არ გვაქვს პროგრესი- ეს არის დეპოლარიზაცია”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორ სამხარაძე აღნიშნავს, “კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას პოზიტიური მოლოდინი აქვს”.

“ველოდებით, რომ ევროკომისიის დასკვნაში სრულად იქნება ასახული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ჰქონდა. რაც შეეხება პირობებს, ევროკავშირთან ურთიერთობები და ზოგადად, გაწევრიანების პროცესი მთლიანად პირობებთანაა დაკავშირებული, თუმცა არ ველი, რომ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პირობა გაჩნდეს იმიტომ, რომ ევროკავშირს ჩვენთვის არასდროს მოუთხოვია სანქციების დაწესება. კარგად ესმით ის ვითარება, რაშიც საქართველოა, ასევე კარგად ესმით ის ეკონომიკური კავშირები, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან (ვაჭრობას ვგულისხმობ), ასევე იციან, რა ტიპის პროდუქცია გადის საქართველოდან რუსეთში - ესაა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რაც თვითონ ევროკავშირს არ აქვს სანქცირებული რუსეთთან ვაჭრობაში.

ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა. მათ ბოლო დროს რიტორიკა შეცვალეს, ოღონდ მხოლოდ რიტორიკის დონეზე, სინამდვილეში, მათ არ უხარიათ, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ახლა ცდილობენ, რაღაც ისეთი თემები წამოწიონ წინ, რომელიც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. თუმცა ვფიქრობ, ამით ისინი საკუთარ თავს აზიანებენ”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება ბრიუსელში, ოპოზიციონერების, მათ შორის “ლელოს” პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის მიმდინარე ვიზიტს, სამხარაძე ამბობს, რომ ადვილად გასაგებია, რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ვიზიტი.

“ოპოზიციონერი ლიდერების ვიზიტი ერთი დღით ადრე რას უნდა ემსახურებოდეს, მგონი საზოგადოებისთვის ადვილად გასაგებია, მითუმეტეს იმ ოპოზიციონერების ვიზიტები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში თავისი ნაბიჯებით ეწინააღმდეგებოდნენ რეკომენდაციების შესრულებას”,- განაცხადა სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა