ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

"სტრასბურგი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას, თორემ დაისჯებით“ - ელენე ხოშტარია

ნახვები: 386 "სტრასბურგი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას, თორემ დაისჯებით“ - ელენე ხოშტარია

„ეს არის საკითხი, რომლის პოლიტიზება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს ქვეყანას დამატებით დიდ ზიანს მიაყენებს", - განაცხადა დღეს, 11 ნოემბერს, „დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

ცნობისთვის: გუშინ, 10 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია. ეს გადაწყვეტილება პენიტენციურმა დაწესებულებამ გარკვეული რისკების თავიდან ასაცილებლად მიიღო.

გუშინვე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და დროებითი ღონისძიების მიღებაზე მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

„ეს ორი კვირა ჩვენთვის ყველასთვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, არის შანსი რომ გამოვიდეთ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან. ახლა დადგა მომენტი, როცა საერთაშორისო, ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი გვეუბნება - მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით. ეს რა თქმა უნდა, ჩემი მარტივი სიტყვებით ინტერპრეტაციაა, რომ არ იყოს აქ საფრთხე, ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ.

ევროსასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, შესაბამისად, ხელისუფლება ამ თემით სპეკულაციებს უნდა მორჩეს.",-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ: ელენე ხოშტარია მე-9 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

პოლიტიკოსმა დღეს ასევე, განაცხადა, რომ სასიცოცხლო პარამეტრების გასაუმჯობესებლად, მეორე გადასხმის გაკეთებასაც დათანხმდა, რათა საფრთხე მოიხსნას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა