სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

ეროვნული ბანკი - აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა

ნახვები: 1039 ეროვნული ბანკი - აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

მისი ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6223-დან 2.6454-მდე, ანუ 0.9%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8617-დან 2.8303-მდე, ანუ 1.1%-ით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6783 და 2.8422 შეადგინა.

სექტემბერში ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 2.6879, ხოლო მინიმალურმა 2.6234 შეადგინა.

„სექტემბერში გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურთან შედარებით ორჯერ მეტად იყო გადახრილი. სექტემბერში საშუალოდ დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ევროს, რუსული რუბლის და ლარის გაუფასურება, შედარებით მცირედით გაუფასურდა სომხური დრამი და თურქული ლირა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. სექტემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 10.0%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 23.6%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, აშშ-სა და ბელარუსში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი – სომხეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა