ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე გადადის - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

ნახვები: 367 ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე გადადის - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

„სანამ ქვეყანას რეჟიმი მართავს, საპროტესტო მოძრაობა და ყოველდღიური მშვიდობიანი აქციები არ შეწყდება", - განაცხადა დღეს, 11 ნოემბერს, ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ: ოპოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პერმანენტულ აქციებს მართავს.

"დიდი მათგანი, აქ ვინც პოლიციელია, ტყვეობაშია აყვანილი რეჟიმის მიერ, ესენიც გასათავისუფლებელი არიან, ასე შევხედოთ, ამ თვალსაზრისით შევხედოთ ამ პროცესს იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ასეა. ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანს, ნამდვილ პოლიციელს სიამოვნებდეს რეჟიმის მსახურებაში ყოფნა.

საზოგადოებას ძალიან საჯაროდ განვუცხადეთ, რომ გადავდივართ ახალ საპროტესტო ტიპის მოძრაობაზე, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ აქციებს, ყველგან მისვლას მშვიდობიანად, ხაზგასმით მშვიდობიანად სადაც ეს მკვლელები იკრიბებიან, რათა ვუთხრათ, რომ არიან მკვლელები, სადაც ეს დამნაშავეები იკრიბებიან, ვუთხრათ, არიან დამნაშავეები", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა